LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

194
გამოსახლება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”,- წერია განცხადებაში.

პრეზიდენტი: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g