საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში.
პროექტის ფარგლებში ბიზნესმენტორებისთვის კონკურსი გამოცხადდა.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ ან აკადემიურ სფეროებში.
პროექტის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და განავითარებენ უნარებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი არაერთი მიმართულებით, მათ შორის:
- მარკეტინგი და ბრენდინგი;
- ელექტრონული კომერცია და ციფრული მარკეტინგი;
- გაყიდვების ტექნიკები;
- ბიუჯეტირება და ფინანსური ინსტრუმენტები.
წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ტრენერის ანაზღაურებად პოზიციებზე და ჩაატარებენ ტრენინგებს რეგიონებში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.