LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან რთული პერიოდი მქონდა და დავიწყე ხატვა“ | ლელა კილაძის ნამუშევრების გამოფენამ სახელწოდებით „ბაღი, სადაც გადავრჩი“ დამთვალიერებელი აღაფრთოვანა

479
Untitled design

„ბაღი, სადაც გადავრჩი“ – კოტე ბოლქვაძის კურატორობით, ერთ-ერთი სასტუმროს საგამოფენო სივრცეში, თვითნასწავლი მხატვრის ლელა კილაძის ნახატები გამოიფინა.

როგორც ლელა კილაძე AT.ge-სთან საუბრისას აცხადებს, 33 წლის ასაკში სცადა დაეხატა, შედეგმა კი თავადაც გააოცა.

„ძალიან რთული პერიოდი მქონდა და დავიწყე ხატვა. იქამდე, ბავშვობაში როგორც ყველას, მეც მიცდია. უკვე 33 წლის ასაკში, ერთ დღეს ავიღე ფანქარი, ემოციები, გრძნობები გადმოვიტანე ფურცელზე და რომ დავინახე, რომ რაღაც დაიხატა შვება ვიგრძენი და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ.

ეს პირველი გამოფენაა და ვღელავ.. ჩემი კურატორი კოტე ბოლქვაძე, რომ არ ყოფილიყო ალბათ ვერასდროს გავბედავდი. მან დამარწმუნა, რომ ეს გამოფენა გამეკეთებინა“, – აცხადებს ლელა კილაძე.

კოტე ბოლქვაძის განცხადებით, ლელას შემოქმედებაში უმთავრესი მედიუმებია ქვიშისებური მუყაო და პასტელი. მისივე თქმით, ლელას ხელწერა პრიმიტივისტულია, რომელიც აუტსაიდერული ხელოვნების ნიშნებსაც შეიცავს.

 

 

#დაათვალიერAT ლელა კილაძის ნახატების გამოფენა. ?

,,ბაღი რომელშიც გადავრჩი” /კოტე ბოლქვაძის კურატორობით/ სასტუმრო Rooms Hotels საგამოფენო სივრცეში 15 იანვრამდე შეგიძლიათ ეწვიოთ

Posted by AT.ge on Saturday, January 13, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g