ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იუბილარია. ცნობილ მომღერალს 27 წელი შეუსრულდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ და ვისთან ერთად აპირებს ნუცა დაბადების დღის აღნიშნვნას, თუმცა ცნობილია, რომ მომღერალი გუშინ საქართველოდან გაფრინდა, ის მაიამიში იმყოფება.
ვიდეო „სთორები“ ნუცამ სოციალურ ქსელ ინტსაგრამზე გამოაქვეყნა. მომღერალი მილოცვებს იღებს.
დაბადების დღესთან დაკავშირებით, ნუცამ ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ხვალ ჩემი დაბადების დღეა. არ მჯერა, როგორ სწრაფად გადის დრო, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ყოველი წელი კიდევ უკეთესი და უკეთესია! რა იღბლიანი და ბედნიერი წელი იყო ეს, მადლობა ყველას“, – წერს ნუცა ბუზალაძე.
