LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე პირველად მომღერალი ძმის შესახებ

40

„არ ვიცოდი, თუ უკრაინულ X- ფაქტორში აპირებდა გამოსვლას…“

გაიცანით ნემსაძეების ოჯახის კიდევ ერთი მომღერალი, ბესო ნემსაძე, რომელმაც უკრაინულ „X ფაქტორში“ ირაკლი ჩარკვიანის „მენატრება“ შეასრულა და ჟიური გააოცა.

შეგახსენებთ, რომ ბესოს უფროსი ძმა, ოთო ნემსაძე საქართველოში კონკურს „ჯეოსტარში“ გამარჯვებით გახდა პოპულარული. შემდეგ რამდენიმე სხვა მუსიკალურ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც „ვოისში“ მონაწილეობით ამ ქვეყანაში უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.

აქამდე ოთოს არ უსაუბრია ძმაზე, რომელიც ასევე ძალიან კარგად მღერის. ოთოს დავუკავშირდით იმის გასაგებად, რას ფიქრობს ძმის მუსიკალური კარიერაზე, რომელიც ახლა დაიწყო.

 

ოთო ნემსაძე:

 

ბესო ჩემი უმცროსი ძმაა, 24 წლისაა. მე და ჩემმა ძმამ სიმღერა ერთად დავიწყეთ.

 

განსხვავებული ტემბრები გაქვთ…

 

არა მარტო ტემბრები, არამედ მუსიკალური ხედვაც.

 

ბესო უფრო რბილად მღერის…

(იცინის) ხო, მე უფრო უხეში ბიჭი ვარ. ამ კონკურსში მონაწილეობას თუ აპირებდა, არ ვიცოდი. რომ გავიგე, მერე უფრო აქტიურად ჩავერთე, მაგრამ ჩემი დახმარება ნამდვილად რ სჭირდება და ამიტომ არ ვნერვიულობ. რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარა და ახლა ლაივები დაიწყება. სხვათა შორის, ჟიურიში ზის ჩემთვის ძალიან ახლობელი რამდენიმე მუსიკოსი, მაგრამ მათთან დაკონტაქტებისგან თავს ვიკავებ. ბესოს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.

 

საქართველოში მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა არასდროს გირჩევია მისთვის?

არა, რადგან აქ მხოლოდ ერთ კონკურსს ვაღიარებ ,„ჯესოტარს“, სადაც ჩამოვყალიბდი, როგორც მუსიკოსი. მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში კონკურსები სულ სხვა ეტაპზე გადავიდა და ვფიქრობ, ხარისხმა იკლო, მუსიკალურობას და სიმღერას მნიშვნელობა აღარ ენიჭება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები