25 წლის ტატო ჭელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას ერთი თვის წინ მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ოპერაციის შემდგომ კი ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება.
როგორც ტატო ჭელიძის და აღნიშნავს, ქიმიოთერაპიის საერთო ღირებულება 147000 ლარს შეადგენს:
„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ჩვენი დარდის გაზიარებისთვის.
არ მეგონა ოდესმე მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება თუ დამჭირდებოდა, მაგრამ დღეს ჩემს ძმას (ერთადერთ ძმას) სჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება.
ტატოს ერთი თვის წინ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე მესამე სტადია, რის შემდგომაც ჩაუტარდა ოპერაცია. ახლა კი ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა (ქიმიოთერაპიის) სახით. შემდგომ ისევ ქირურგიული ჩარევა. რაც კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ქიმიის საერთო ღირებულება შეადგენს 147000 ლარს.
მე მჯერა, რომ ადამიანს ადამიანს გადარჩენა შეუძლია.
მივუთითებ ანგარიშის ნომრებს:
#GE60BG0000000498485834 – საქართველოს ბანკი
#GE55TB7320145064300020 – თბს ბანკი
მიმღები ელენე ჭელიძე“, – წერს ტატო ჭელიძის და სოციალურ ქსელში.
ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ჩვენი დარდის…
Posted by Elene Chelidze on ორშაბათი, 29 იანვარი, 2024