LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველია

28

ცნობილმა ინტერნეტ გამოცემა Bleacherreport-მა ზამთარში განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე. მოგეხსენებათ, 2001 წელს “მილანმა” მის სანაცვლოდ 11 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა და ამ ტრანსფერით კახა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

გთავაზობთ ზამთარში განხორციელებულ ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

მეკარე: შეი გივენი;

მცველები: კახა კალაძე, დავიდ ლუიზი, ხავიერ მასკერანო;

ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი, ლუკას მოურა, ვილიანი, ხუან მატა;

თავდამსხმელები: ვილფრიდ ბონი, ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები