LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა.. დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტში დასრულდება“

179
ing (2)

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ზარქუა: მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! 

დედაქალაქის მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

„საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველ თებერვალს გავხსნიდით. გამზირის ერთ მხარეს გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დასრულებულია და მეორე ნაწილში აღნიშნული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

დასრულების ეტაპზეა უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები დასრულდება.

ამ ეტაპზე, დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g