LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინფლუენსერებს გარკვეული სტანდარტების დაცვა მოუწევთ

186
დაცვა

საქართველოში ინფლუენსერებისთვის ახალი სტანდარტები შემუშავდება. დოკუმენტზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მუშაობს.

საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისთვის, ინფლუენსერებისთვის, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ვიდეოში წარწერის სახით მინიშნება იმის თაობაზე, რომ კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, ინფლუენსერების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც მზად 2025 წლისთვის უნდა იყოს, მხოლოდ იმ ძირითად წესებს და პირობებს განსაზღვრავს, რაც ინფლუენსერმა საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას უნდა დაიცვას იმ შემთხვევებისთვის, თუ მომხმარებელს კონკრეტული ინფლუენსერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეტენზია ექნება.

ინფლუენსერების საქმიანობის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ევროკავშირის დახმარების პროექტის (Twinning) საერთაშორისო ექსპერტების, ლიეტუველი და პოლონელი კოლეგების და მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ექსპერტების გამოცდილებას გაიზიარებს.

magti 5g