თანამედროვე ავტომობილებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით შუშაზე დამონტაჟებლ ეკრანებს, სადაც ყველაზე საჭირო ინფორმაცია აისახება. ასეთი სისტემის შეძენა დამოუკიდებლადაც შეიძლება, თიმცა ის საკმაოდ ძვირადღირებულია. პროექტი Hudway Glass ეცდება დაწიოს მოწყობილობის ფასი და ხელმისაწვდომი გახადოს ასეთი ეკრანები.
თუ ვისაუბრებთ უსაფრთხო მგზავრობაზე, მაშინ ეს სისტემა იდეალურია. მძღოლს ხშირად უწევს ერთდროულად რამდენიმე მოქმედების გაკეთბა. უყუროს გზას, აკონტროლოს სარკეები და სიჩქარე, რაც გადაღლილობას იწვევს. ამიტომ ყველაზე საჭირო ინფორმაციის შუშაზე პროეცირება, საგრძნობლად ამცირებს მძღოლის დატვირთვას. Kikstarter-ზე, პროექტის ჩაშვებიდან 2 კვირაში შეგროვდა სერიული წარმოებისთვის საჭირო თანხა, 100 000 დოლარი. Hudway Glass-ის ღირებულება 49 დოლარი იქნება.