LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წავალ, მე გავფრინდები შერეკილებივითო.. სანამ იფრინეს სულ კონტაქტზე იყვნენ, მშვიდად ვართო… მერე, ზარი გადიოდა და არ გვპასუხობდა..“ – მეგობრები და კოლეგები მიშო ბიძინაშვილთან გატარებულ უკანასკნელ წუთებს იხსენებენ

152
befunky-collage-7-2024-02-11_21-03-42_747104

ტელეკომპანია „იმედი“ კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება, რომელიც ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა.

კომპანიის თანამშრომლებმა „იმედის კვირაში“ გაიხსენეს მიშოსთან გატარებული უკანასკნელი წუთები.

„როგორც კი მიიღო გადარწვეტილება, ზუსტად 10 წუთში შემოვარდა ოთახში. „უნდა გადავუფრინო მთელ საქართველოსო“. ვკითხე, არ გეშინიათქო? არა რა მეშინიაო, მე წავალ, მე გავფრინდებიო შერეკილებივითო..

..ერთად ვემზადებოდით. ბევრჯერ დამირეკა, რამდენი ელემენტი წავიღო, კამერა ხომ არ გაიყინებაო. ემზადებოდა, ტრენინგები გაიარა, ბევრი აპარატურა წაიღო და ამბობდა, მე ვიქნები ოპერატორი, რომელიც გადაიღებს განსაკუთრებულ კადრებსო…

..აღტაცებით ელოდა ამ დღეს, ამბობდა, ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმია „80 დღე დედამიწის გარშემო“ და ბავშვობის ოცნებას ავუსრულებო…

..იმდენად მოწადინებული იყო, სულ რომ უარი გეთქვა, მაინც წავიდოდა. სხვანაირი შემართება ჰქონდა. ისეთი ბედნიერი იყო. ბოლოს კვირას ვნახე. წარმატებები ვუსურვე, უცებ შემობრუნდა კარებში, შემომხედა და შენც შენცო, როგორც იცოდა გამიღიმა და წავიდა…

..მთელი გზა, სანამ იფრინეს კონტაქტზე იყვნენ, მშვიდად ვართო…

..ზარი გადიოდა და არ გვპასუხობდა, მაგრამ ცუდზე არც გვიფიქრია..

..ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს..

..ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“, – აღნიშნავენ მიშოს კოლეგები და მეგობრები.

კადრები, რომლებიც უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს: „ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე. ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს“ – საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი ემსხვერპლა

„აეროსტატს მართავდნენ სერტიფიცირებული მფრინავები მოქმედი მოწმობებით, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა გეგმური შემოწმება…“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოფელ ასურეთთან მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

„მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა“ – საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს დაღუპული რევაზ უთურგაურის შვილის ემოციური სტატუსი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g