ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტზე 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გავიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული. 2023 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 2.89 აშშ დოლარი იყო.
რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, 2024 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.