LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმი გაიმართება

151
ფორუმი

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO) თანამშრომლობით, 2024 წლის 6 მარტს თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი“, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლებს.

მდგრადი დაფინანსების ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მდგრადი დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ IFC-ის ექსპერტები, SBFN-ის წევრი ქვეყნები, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკები, ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია 20 თებერვლამდე მიმდინარეობს.

magti 5g