LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ „მექანიკის“ ერა დაასრულა

199
BMW

BMW-მ „მექანიკის“ ერის დასრულება დააანონსა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მცირდება, შესაბამისად ამ სფეროს განვითარებას აზრი ნამდვილად არ აქვს. სწორედ ამიტომ, ვისაც „მექანიკა“ მოსწონს, მისი ყიდვა ახლა უნდა მოასწროს.

BMW-ს მოჰყავს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მისი კლიენტები წელიწადში 25-30 ათას კილომეტრს გადიან და საცობში დგომის დროს სიჩქარის ხელით გადართვა არ სურთ. ამ დროისთვის „მექანიკა“ საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს და თუკი გაყიდვებით ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით ინვესტიცია გამართლებული სულაც არ არის.

სწორედ ამიტომ, BMW „მექანიკას“ ამ წელს დაასრულებს და ახალი მასობრივი მოდელების წარმოებას აღარ უნდა ველოდოთ. საუკეთესო შემთხვევაში მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძარა G87-თან ერთად იარსებებს და 2029 წლისთვის დატოვებს კონვეიერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები