LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან

146
12

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ-დელიში, საერთაშორისო გამოფენაში – South Asia’s Travel & Tourism Exchange (SATTE) მონაწილეობს.

აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წელს საქართველოდან 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარმოდგენილი.

საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.

SATTE-ში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

magti 5g