SSANGYONG-ის ავტომობილებს საქართველოში აღარ ჩამოიყვანენ. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა, ლევან მიქაძემ განუცხადა.
მიქაძის ინფორმაციით, იმპორტის შეწყვეტის მიზეზი გაყიდვების შემცირება გახდა. ”ზოგადად, ავტომობილების, იქნება ეს მეორადი, თუ ახალი, გაყიდვები შემცირდა. ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა, ლარის დევალვაციამ საავტომობილო ბიზნესში კრიზისი გამოიწვია. ამის გამო, გადავწყვიტეთ მანაქანები აღარ ჩამოგვეყვანა”,- განაცხადა მიქაძემ.
თუმცა, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია დაკავებულია მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის საბურავების მსხვილი იმპორტით და რეალიზაციით. მათ შორის მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ კლასის ბრენდის TRIANGLE-ის და სხვა სტანდარტ კლასის საბურავების იმპორტით.
გარდა ამისა, 2014 წლის აპრილში კომპანია გახდა მსოფლიო ბაზარზე საცხებ-საპოხი მასალების ერთ-ერთი ლიდერის LIQUIMOLY-ს ოფიციალური და ექსკლიუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
კომპანია აცხადებს 15%-იან საახალწლო ფასდაკლებას LIQUIMOLY-ის სრულ ასორტიმენტზე. აქცია 15 დეკემბერს დასრულდება.
კომპანია 2007 წლიდან დაკავებული იყო სამხრეთ კორეული წარმომავლობის SSANGYONG-ის ყველგანმავალი ჯიპების იმპორტით და რეალიზაციით საქართველოს ფარგლებში, თუმცა 2015 წლიდან ავტომობილების ჩამოყვანა დროებით შეჩერდა.