UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ნოე სულაბერიძის გადაცემის ,,ნოესთან” სტუმარია, რომლის ეთერშიც მშობლების შესახებ საუბრობს.
ილიას თქმით, ყველა იმ ძნელმა მომენტმა, რაც გამოიარა, შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს არის.
,,გერმანიაში დავიბადე და დაახლოებით 6 წლამდე იქ ვცხოვრობდით. 8 წლის ასაკში მშობლებს ჩვენი დატოვება და ესპანეთში წასვლა მოუწიათ. 15 წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი. 8 წლის ბავშვისთვის საკმაოდ რთული პროცესი იყო.
ჩემს მშობლებს მოუწიათ ჩემი დატოვება, რათა ერთ დღეს უკეთესი მომავალი მქონოდა. არასდროს არ მითქვამს, რატომ დამტოვეს და ყოველთვის მქონდა გაცნობიერებული, რომ ეს უკეთესი მომავლისთვის მოხდა. პირიქით მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ყველა ეს მომენტი გავიარე და ვიცი ბევრი რამის ფასი. ყველა იმ ძნელმა მომენტმა შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა”, – საუბრობს ილია თოფურია.
ვიდეო: „5 წლის ილია ეხვეწებოდა, ჩემს ქვეყანაში წამიყვანეო“ – რას იხსენებს ილია თოფურიას ბაბუა