გადაცემას „ამ შაბათ-კვირას“ ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი ესტუმრა, რომელმაც პარტნიორთან ურთიერთობაზე და რიგი საკითხების გარკვევასა და კითხვების დასმის აუცილებლობაზე ისაუბრა:
„როცა წყვილები რაღაც პერიოდი შორდებიან, უჭირთ კითხვის დასმა, ამ პერიოდში მის პარტნიორს თუ ჰყავდა სხვა, ეს ჯანმრთელობასაც ეხება, რომ რაიმე დაავადება არ გადასდოს… თუ ცუდი რეაქცია იქნება, ე.ი. თავდაცვის რეაქცია ირთვება და რაღაცა დაზიანებაა…
თუ თქვენი პარტნიორის მიმართ კუთვნილების განცდა და თუ გიჭირთ მისი გაზიარება, ეს არის პრობლემა. პირველ რიგში, უნდა გაცნობიერდეს, რა გადამაქვს ამ ადამიანზე. მისი ბრალეულობა არ არის, რომ მე მაქვს რაღაცნაირი მიჯაჭვულობა და კუთვნილების სურვილი. ხშირად გადაგვაქვს მშობლებთან დაკავშირებული ემოცია მეგობარსა თუ პარტნიორზე…“