LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამამ შვილი ორმოში ნახა“ – რას ამბობენ ახლობლები 22 წლის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე

743
მკვლელობა სამგორში

თბილისში, სამგორის რაიონში მომხდარი 22 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ჟურნალისტებთან ამბობენ, ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში ნახეს.

22 წლის ახალგაზრდა გოგოს ჭრილობები  ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობა სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში მოხდა. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ ღამის 2 საათისთვის გოგო სახლში იყო, თუმცა როდის და რატომ გავიდა სახლიდან, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ისინი ვარაუდობენ, რომ გოგონას გვიან ღამით ტელეფონზე დაურეკეს. ოჯახმა 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ძებნა დილით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა არც სახლში და არც სამსახურში აღმოჩნდა. ცხედარი მამამ ამოიცნო.

„დილით ვნახეთ დილით 9-10 საათზე.  ჩვენ სამუშაოზე გვეგონა, იქაც დავრეკეთ ძმა იქ მუშაობს აეროპორტში საბაჟო რომ არის და არ მოსულაო… მივიდა, დახედა და წამოვიდა, მერე დაეჭვდა, მივიდა გადააბრუნა მამამისმა და ნახა თავის შვილი“. – ამბობს მედიასთან გარდაცვლილის მეზობელი. 

ინფორმაციისთვის, სამგორის რაიონში ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g