LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეძლებს 1-წლიანი მაგისტრატურის და 3-წლიანი ბაკალავრიატის გავლას – რა წერია ბრძანებაში

364
Untitled design (1)

უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ – ერთწლიანი მაგისტრატურის და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის შემუშავების წესის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგი საბალაკავრო პროგრამის ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შეამცირონ

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.

„აღსანიშნავია, რომ 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში.

სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას. შედეგად, ყველა უნივერსიტეტის ჩართულობით, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ სხვა პროგრამებსაც შეეხოს ცვლილება და საქართველოში კიდევ უფრო მეტი 180-კრედიტიანი პროგრამა განხორციელდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები.

მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, რექტორებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში იმართება, რაც უზრუნველყოფს რეფორმის ინკლუზიურობასა და უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულ ფორმატში იქნა მიღებული“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔹საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე…

Posted by საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო on ხუთშაბათი, 29 თებერვალი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g