Brit Awards-ზე, კაილი მინოუგმა სასმელი საკუთარი ფეხსაცმლიდან დალია. ამით, ავსტრალიელმა მომღერალმა დაჯილდოების წამყვანის გამოწვევას უპასუხა.
საქმე ისაა, რომ რომან კეპმა საკულტო არტისტს Shoey შესთავაზა, რასაც დაბნეული შემსრულებელი დასთანხმდა, თუმცა, გამოტყდა, რომ ეს არასდროს გაუკეთებია.
ცნობისთვის, ფეხსაცმლიდან დალევის უჩვეულო ტრადიცია განსკუთრებით პოპულარული ავსტრალიაშია, სადაც რიტუალს, ,,შუის” ეძახიან. ეს კულტურული ფენომენი უცხო არც ქართველებისთვისაა.