LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქალთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება

185
ფორუმი

7 მარტს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიის“ მესამე პავილიონში (წერეთლის გამზირი #118), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა ფორუმი გაიმართება.

ფორუმში 45-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას და ღონისძიების სტუმრებისთვის 300-მდე ვაკანსია იქნება შეთავაზებული. ასევე, ქალებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უფასო სახელმწიფო სერვისებს, რომლებიც ქალთა უსაფრთხოებაზე, გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.

ღონისძიებაზე საინფორმაციო სტენდით წარმოდგენილი იქნება: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, შრომის ინსპექციის სამსახური და პროფესიული უნარების სააგენტო.

ქალთა დასაქმების ფორუმი 14-დან 16 საათამდე გაგრძელდება.

magti 5g