LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია.. მტკიცედ მჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას შეძლებს“

122
Untitled design (2)

„მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია გარდაუვალია. ის ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის 90%-ის მიერ და საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკვანძო ელემენტია“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

რობინ დანიგანის თქმით, „საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო“. მისივე თქმით, აშშ იქნება საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე:

„მინდა შევეხო იმ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც ქართველებს და ამერიკელებს აქვთ. ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში ვიზიარებთ, ფესვგადგმულია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარულში, დემოკრატიის საკვანძო ელემენტებში. ის ფესვგადგმულია რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვაქვს თავისუფლება ასე მოვიქცეთ, ბევრი შრომით და თავდადებით, ჩვენი შვილებისთვის უკეთესი სამყაროს დატოვებას შევძლებთ.

ჩემი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, პრიორიტეტი არის ამ მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ამ წლების განმავლობაში საქართველომ უკვე მიაღწია შესანიშნავ პროგრესს. ეს აღიარებული იქნა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა..

საზოგადოების მხრიდან საჭირო იქნება საკუთარი როლის შესრულება, ევროკავშირის წევრობის მიზნის მისაღწევად, საჭირო იქნება საზოგადოების გაერთიანება. ეს უკავშირდება დემოკრატიის რთულ, მაგრამ აუცილებელ ელემენტებს – ტოლერანტობას, ინკლუზიურობას და კომპრომისს. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ამის გაკეთებას და მიზნამდე მიღწევა შეძლებს. ვიმედოვნებ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან, როდესაც თქვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნებით. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს პარტნიორი, ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g