ცნობილი მედიამაგნატი, რუბერტ მერდოკი მეხუთედ დაქორწინდა. ამის შესახებ The New York Times წერს, ამჯერად მისი რჩეული რომან აბრამოვიჩის ყოფილი სიდედრი, ელენა ჟუკოვაა.
93 წლის რუბერტისა და 67 წლის ელენას ქორწილი 1-ელ ივლისს, მერდოკის საგვარეულო მამულში გაიმართება, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.
მანამდე მერდოკი ენ ლესლი სმიტთზე იყო დანიშნული, თუმცა გასულ წელს მერდოკმა და ენ ლესლი სმიტმა ნიშნობა გააუქმეს. ტაბლოიდები წერენ, რომ საცოლეს თავად 92 წლის მერდოკი დაშორდა. ამის მიზეზი ლესლის განსხვავებული რელიგიური მრწამსი გახდა.
ცნობისთვის, 93 წლის მედიამაგნატი ანგარიშზე გარდა მილიარდებისა, 4 ოფიციალური ქორწინება, 6 შვილი, 12 შვილიშვილი და ათობით გულგატეხილი ქალბატონია.
„მას ახალგაზრდა მამაკაცებზე ორჯერ მეტი ენერგია აქვს“ – 92 წლის რუბერტ მერდოკი კვლავ შეყვარებულია