LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მითია, რომ გრეიპფრუტი, ლიმონი ან ანანასის წვენი ცხიმს წვავს – არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ორგანიზმში ცხიმს წვავს“ – ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე გვირჩევს 5 პროდუქტს წონის კლებისთვის

783
თორნიკე ენუქიძე

ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე გადაცემის „შენი დილა“ სტუმარი იყო, სადაც გარკვეული რეკომენდაციები გასცა.

როგორც თორნიკემ აღნიშნა, მითია, რომ გრეიპფრუტი, ლიმონი ან ანანასის წვენი ცხიმს წვავს.

ამასთან, მან დაასახელა 5 პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესს.

„არსებობს ასეთი პროდუქტები, რომლებიც წაახალისებს პირდაპირ ან ირიბად წონის კლების პროცესს,” – აღნიშნა თორნიკემ.

ყავა

კოფეინი არის ნერვული სისტემის სტუმულატორი. კოფეინი ზრდის ბაზალურ მეტაბოლურ რიტმს, ანუ მოსვენებულ მდგომარეობაში შეიძლება უფრო მეტი ენერგია გამოიყენო და უფრო მეტი კალორია დაწვა. ასევე ყავა კარგია მადის რეგულაციისთვის.

წიწაკა

წითელი წიწაკა, არა ცხარე, ზრდის თერმულ ეფექტს.

წიწაკის ორგანიზმში მოხვედრისას, ორგანიზმი იწყებს სითბოს წარმოქმნის გაძლიერებას.

სითბოს წარმოქმნაზე კი ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს.

დანარჩენი სამი პროდუქტი, წონის კლებას ხელს უწყობს ორგანიზმში შაქრის რეგულაციის მექანიზმით:

დარიჩინი

მაგალითად, ჩაი და დარიჩინი ერთად. კოფეინის და დარიჩინის ორი ძალიან კარგი წყარო, რომელიც მადასაც არეგულირებს, სისხლში შაქრის მიმოცვლასაც და ორივე ერთად გვეხმარება წონის კლების გზაზე. ნახევარი კოვზი დარიჩინიც კი აკეთებს თავის საქმეს.

კურკუმა

მაგალითად, კვერცხს კურკუმა, რომ დავამატოთ და ისე მივირთვათ იქნება დღის იდეალური დასაწყისი. არეგულირებს სისხლში შაქრის მიმოცვლას, ასევე მადის მარეგულირებელ ჰორმონებზე აქვს პირდაპირ წვდომა.

მორინგა

მორინგა არის ჯადოსნური ხე. 2 ჩაის კოვზ მორინგას აქვს ძალიან დიდი კვებითი ღირებულება.

მორინგა შეგვიძლია მივიღოთ დაფქული სახით, სმუზის სახით, 1 ჩაის კოვზი იქნება სასურველი ოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g