ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ProWein Dusseldorf ღვინის მწარმოებელი 28 ქართული კომპანია მონაწილეობს.
მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნებისა და შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ.
ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის გამოფენაში ProWein Dusseldorf მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.