რეპერი მასტერი „სულის მეორე ნახევრის“ მოლოდინშია. ამის შესახებ მან პოსტვ-ის ეთერში ისაუბრა.
„მარტო ვარ, ვერ ვიყვარებ. 2019 წლის მერე არ მყვარებია, უბრალოდ ასე დაემთხვა. სულის მეორე ნახევარი ჯერ არ გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდება. აი აქედან მივმართავ „გელოდები სად ხარ?“.
ზოგადად, ცოტა უცნაური ვარ, ქალს რომ შევხედავ ეგრევე მივხვდები, პირველ 30 წამში ამოვიცნობ ჩემს ადამიანს. მახსოვს, პირველ შეყვარებულს მესამე შეხვედრაზე ვუთხარი, რომ მიყვარდა.
ყველა ადამიანს თავისი გემოვნება, კრიტერიუმები აქვს. მე არ მომწონს, როდესაც გოგონებს ზედმეტად ვულგარული ფოტოები უდევთ სოციალურ ქსელში. ამ შემთხვევაში გამირთულდება ურთიერთობაში ყოფნა. ჩემთვის არაკომფორტულია, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანი ნახევრად შიშველია ფოტოზე. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვაკნინებ, არა. უბრალოდ მე არ ვიქნები ამ შემთხვევაში კომფორტულად“, – აღნიშნავს მასტერი.