ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მედია კიმ კარდაშიანისა და ფეხბურთელ, ოდელ ბექჰემის რომანზე ალაპარაკდა, თუმცა, ისინი ერთად ამ დრომდე არ გამოჩენილან.
და აი, ახლად გამომცხვარი ჰოლივუდური წყვილი Vanity Fair-ის „ოსკარის“ წვეულებაზე ერთად დააფიქსირეს. წყვილმა მთელი საღამო ერთად გაატარა.
43 წლის ვარსკვლავი თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, 31 წლის სპორტსმენს კი ტყავის კოსტიუმი ეცვა.
„კიმ კარდაშიანი ახალ კანიე უესტს ხვდება“, „კარგი გემოვნება აქვს ამ ქალს“, – ასე ეხმაურებიან ინტერნეტსივრცეში ახალ ამბავს.
კიმ კარდაშიანი და სპორტსმენი, ოდემ ბექჰემი ერთად გამოიჭირეს