LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლ-ქმრული ღალატის ძირითადი მიზეზები

46

ცნობილმა ფსიქოლოგმა მარია ანდრეევამ სამი ტიპიური შემთხვევა გაიხსენა საკუთარი პრაქტიკიდან და ახსნა, თუ რა მოხდა წყვილების ურთიერთობაში  ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ”გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობა ბიზნესპროცესი არაა და ყველა ნაბიჯის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. შეხედეთ თქვენს ურთიერთობას შემოქმედებითად და იყავით უფრო მოქნილი. შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სხვისი გამოცდილება, მაგრამ ნუ აქცევთ მას თქვენი ცხოვრების  სახელმძღვანელოდ, რადგან არ არსებობს ყველაზე მორგებული ერთი რეცეპტი”, – აღნიშნა ფსქოლოგმა.

 

შეხვედრა და დაშორება

სტუდენტებმა ერთმანეთი ინსტიტუტში გაიცნეს და სწავლის დასრულების შემდეგ იქორწინეს. 20 წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ,  პრობლემებამ კი, მაშინ იჩინა თავი, როცა ქმარმა სამსახურიდიან დაგვიანება და საღამოობით სპორტდარბაზში დაიწყო სიარული. ურთიერთობა წვრილმანებზე მუდმივი კამათმაც დაამძიმა.

ცოლმა, რა თქმა უნდა იგრძნო საფრთხე, მაგრამ უარი თქვა ბანალური ისტორიის დაჯერებაზე. მერე კი, როცა ქმარმა აბაზანაში მობილური ტელეფონის შეტანა დაიწყო, პირდაპირ ჰკითხა და პასუხიც პირდაპირი მიიღო. ქმარმა აღიარა, რომ წელიწადზე მეტია სხვას ხვდება და მასთან აპირებს წასვლას. ოჯახი დაინგრა.

რა მოხდა? – ხშირად ახალი პარტნიორის გამოჩენა ცოლ-ქმრული ურთიერთობის გაუფერლებას და დაძველებას ნიშნავს. ასე მაშინ ხდება, როცა წყვილი ახალგაზრდა ასაკში ქორწინდება, გაზრდილები კი, ხვდებიან, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო გარდა საცხოვრებლისა. ამგვარ ურთიერთობას აზრი არ აქვს, აღიარებას საკუთარ თავთან ან ერთმანეთთან, რომ ცალ-ცალკე ცხოვრება ბევრად უკეთესია, ცოტა თუ ბედავს, რადგან მრავალწლიანი ქორწინება სტაბილური სისტემაა, რომლის დანგრევა ძალიან რთულია. ამგვარ შემთხვევებში ერთ-ერთი პარტნიორი ღალატს (შეგნებულად ან შეუგნებლად) დაშორების მიზეზად იყენებს.

PS: დაშორების დროს ოჯახის დანგრევის პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს ეკისრება, სინამდვილეში კი, ოროვე მხარე დამნაშავეა.

 

 

გაწონასწორებული ცხოვრება

40 წლის ქალმა და მამაკაცმა 15 წელი იცხოვრა ერთად. ოთხი წელი სამოქალაქო ქორწინებაში, მერე კი, როცა იგრძნეს, რომ მზად არიან ბავშვების გასაზრდელად, იქორწინეს. შვილის შეძენის შემდეგ ქალი სამსახურიდან წამოვიდა და საკუთარ თავზე ბავშვის აღზრდა და საშინაო საქმეები აიღო. გაწონასწორებული ცხოვრება მას აბსოლუტურად აკმაყოფილებდა.

შვიდი წლის შემდეგ, სოციალურ ქსელში ქალმა შემთხვევით აღმოაჩინა მეუღლის ფოტოები უცნობი გოგონას კომპანიაში. ჰქონდა თუ არა ადგილი ღალატს, ცოლმა ბოლომდე ვერ გაიგო. თუმცა, ქმარმა მოუხშირა საუბარს თემაზე – როგორ დაკარგა ოჯახმა მისთვის აზრი. ქალი დიდხანს ამშვიდებდა მას და არწმუნებდა, რომ სახლში ყოველთვის სითბო და მყუდროებაა.

ერთ დღეს ქალმა მარტო გადაწყვიტა თეატრში წასვლა. მანამდე ის იშვიათად გამოდიოდა სახლიდან და ისიც მხოლოდ მეუღლესთან ერთად. ქმარი კი, მათ ერთობლივ დასვენებას როგორც ვალდებულებას ისე უყურებდა.

ცოლის არყოფნა ქმრისთვის იმდენად მოულოდნელი და არაბუნებრივი აღმოჩნდა, რომ ჯერ შეტყობინებები უგზავნა, მერე კი, თეატრთანაც დახვდა. მალე ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და კლიენტებიც გამოუჩნდა. ქმარს ერთობლივი ცხოვრების უაზრობაზე კრინტიც აღარ დაუძრავს.

რა მოხდა? – ზედმეტი სიახლოვე, ანუ როცა ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის ნათესავურ კავშირს ემსგავსება, ერთმანეთისკენ ლტოლვას კლავს. სექსუალური მიზიდულობა იქ ჩნდება, სადაც განსხვავებაა პოტენციალს შორის, მაშინ კი, როცა ადამიანები ერთად ცხოვრობენ, განსხვავება ხშირად ქრება და ყველაფერი ერთფეროვანი ხდება. ასეთ ”მონათესავე” კავშირს სითბოს, დაცულობის და სხვა ადამიანის ნდობის შეგრძნება მოაქვს და ძალიან მოსახერხებელია, თუმცა საკმაოდ მოსაწყენი. შედეგად  მამაკაცი სხვაგან პოულობენ იმას, რაც სახლში დააკლდა.

სწორედ ასე დაემართა წყვილს ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ. ამიტომ, როცა ქალმა მრავალი წლის შემდეგ პირველად გადაწყვიტა ქმრის გარეშე საღამოს გატარება, მამკაცისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა და აფეთქებული ბომბის ეფექტი იქონია.

იმისთვის რომ ურთიერთობა არ გახდეს ერთფეროვანი და მოსაწყენი, ქმრისგან თავისუფალ დროს ქალს თავისი, მოვლენებით დატვირთული ცხოვრება უნდა ჰქონდეს – გატაცება, მეგობრები, საყვარელი სამსახური, ანუ ყველაფერი ის, რაც მამაკაცს ნაკლებად ესმის და არც აინტერესებს. ამ დროს ქალი თავისუფალია ქმრისგან, კაცი კი ხვდება, რომ ცოლის ცხოვრებაში მარტო თვითონ არაა ”ნათელი წერტილი” და რომ მასაც აქვს  ”თავისუფლების ზონა”. ამგვარი ურთიერთობა ხელს უწყობს  საჭირო დისტანციის და ერთმანეთის მიმართ ინტერესის შენარჩუნებას.

PS: არსებობს მითი, თითქოს იდეალური ცოლი ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს ქმარს. თუმცა, ამგვარი სტრატეგია, როგორც წესი მამაკაცის ოჯახიდან წასვლით სრულდება, რადგან ნებისმიერი მორჩილება ადრე თუ გვიან მოსაბეზრებელი ხდება.

 

 

არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი

მესამე წყვილი 13 წელი ცხოვრობდა ერთად. ქალიც და მამაკაციც კარიერით იყო გატაცებული და ყოველთვის ეხმარებოდა ერთმანეთს წინსვლაში. ქალი მანამდე სჯეროდა, რომ მისი ცხოვრების წესი აბსოლუტურად არ აწუხებდა ქმარს, სანამ მან ოჯახიდან წასვლა არ გადაწყვიტა. ქალს არც უცდია მისი შეჩერება, თუმცა თხოვა აეხნა მიზეზი, ანუ რა იპოვა მან სხვა ქალში ისეთი, რაც მას არ ჰქონდა. ”ის  აბსოლუტურად განსხვავდება შენგან. შენ შავგვრემანი ხარ, ის კი – ქერათმიანი. შენთვის სამსახურია მთავარი, მას კი – მე ვუყვარვარ და მე ვარ მისთვის მთავარი”, – უპასუხა ქმარმა.

ყოფილი ცოლ-ქმარი ორი თვე არ ხვდებიდა ერთმანეთს. კაცი ბავშვის სანახავად მიდიოდა, ქალი კი, ყველანაირად ცდილობდა არ შეხვედროდა მას. ერთხელ ქალმა თვითონ გაუღო კარი და ქმარმა ძლივს იცნო წონაში საგრძნობლად დაკლებული და თმაშეღებილი ცოლი. ქალმა  ღვეზელი გამოაცხო და ქმარს სადილით გაუმასპინძლდა. მამაკაცმა თავისი ნივთები შეკრიბა და იმავე საღამოს სახლში დაბრუნდა.

რა მოხდა? – ეს შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავდება წინა შემთხვევისგან. ქალი თავით გადაეშვა საქმეში და ოჯახმა მისთვის მეორე პლანზე გადაინაცვლა. სამსახურით გატაცება როგორც წესი მამაკაცებს ახასიათებთ, ქალი კი, ასეთ შემთხვევაში მამაკაცის სამყაროში იჭრება და კარგავს თავის ქალურობას.

ამ ისტორიაში ქმარი ვეღარ გრძნობდა თავს ქალის გვერდით მამაკაცად და ის ქალი მოძებნა, რომელიც იმას აძლევდა, რაც ოჯახში აკლდა. ქალი ნაკლებად ემოციურად შეხვდა ღალატს, თუმცა, როცა მიხვდა რომ მეუღლე მისთვის ძვირფასი იყო, არ მოინდომა მისი დაკარგვა.

ბანალურად ჟღერს, მაგრამ პერიოდულად საჭიროა მამაკაცის გაკვირვება. სწორედ ასე მოიქცა ქალი – მან არ მიატოვა სამსახური, მაგრამ ოჯახისთვისაც უფრო მეტი დრო გამონახა. აღსანიშნავია, რომ ქალს არ მოუხდენია გლობალური ცვლილებები საკუთარ თავში და არც მცდელობა ჰქონია გამხდარიყო სხვა, უბრალოდ მან ის თვისებები დაიბრუნა, რომლებიც მანამდე უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა. მაგრამ თუ ადამიანის შენარჩუნების ერთადერთი გზა საკუთარი თავის გადაკეთებაა, მაშინ ასეთ ურთიერთობას აზრი არ აქვს და მისთვის ბრძოლაც უშედეგოა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები