LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ“ – პრემიერი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

143
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

კობახიძის განცხადებით, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დაიცავენ და გაუფრთხილდებიან.

„ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს. ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა. საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია.

თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს და წარმატებებს“. – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g