LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის, როცა ბავშვს ხმა ეცვლება, შეიძლება ითქვას, რომ ეს კრუპია? –  თემურ მიქელაძის განმარტება

2513
თემურ მიქელაძე

როგორ უნდა ამოვიცნოთ კრუპი ბავშვებში, ამ კითხვას პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” უპასუხა:

,,საბედნიეროდ, კრუპი ძირითადად ვირუსული ეტიოლოგიით არის განპირობებული. ისეთი კრუპი, როგორიცაა, მაგალითად დიფტერიული, პრაქტიკულად, აღარ გვხვდება, რადგან კეთდება ამის საწინააღმდეგო ვაქცინა. მთავარია, ბავშვები დროულად იყვნენ ვაქცინირებული. როგორც გითხარით, კრუპი ძირითადად ვირუსული ეტიოლოგიისაა და მისი ძირითადი გამომწვევი პარაგრიპის ვირუსია.

მას ახასიათებს ჩახლეჩილი ხასიათის ხმა, ბავშვი იძინებს აბსოლუტურად ჯანმრთელი და ღამის დაახლოებით 00:00-03:00 საათიან შუალედში აქვს შეტევითი, ყეფვითი გამოძახილი. კრუპი ერთი და იგივე ბავშვს შეიძლება რამდენჯერმე გაუმეორდეს. აქაც მეტ-ნაკლებად არის მიდრეკილება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებისკენ.

ხველასთან გაჩაღებული ბრძოლა საჭირო არ არის, ის აუცილებად გაივლის – თემურ მიქელაძე სპაზმური ხველის მიზეზებზე

თუ მშობელი ერთხელ გამოცდის ამას და სწორად გაივლის ექიმთან კონსულტაციას, მეორე, მესამე ეპიზოდზე შეიძლება უპრობლემოდ მართოს კრუპი. ამ დროს,  ოთახი უნდა იყოს დატენიანებული, ბავშვმა უნდა შეისუნთქოს ცივი ჰაერი, თუ გვაქვს სტეროიდის საშუალება, შეგვიძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენოთ პერორალური ერთჯერადად გამოსაყენებელი საშუალება, შეგვიძლია გამოვიყენოთ რექტალურად, სანთლის სახით ან საინჰალაციო სტეროიდები, ბუდესონიდის სახით. ეს ყველაფერი უკვე ჩამოწერილი უნდა ჰქონდეს მშობელს.

როდესაც ბავშვი გვყავს, მთავარია, რომ ყველამ, მშობელმა, ბებია-ბაბუამ, მომვლელმა, ექიმმა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ყველა თუ ერთ მხარეს ვიქნებით, საკმაოდ მარტივი იქნება ნებისმიერი დაავადების მართვა. როდესაც ადამიანი მშობლობისთვის ემზადება, მან უნდა მიიღოს ელემენტარული ცოდნა იმის შესახებ, როგორ მოიქცეს კრუპის დროს, უცხო სხეულის გადაცდენის დროს, რა უნდა გააკეთოს გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს და ა.შ. ასეთი საჭირო მანიპულაციები ყველამ უნდა იცოდეს. რაც მთავარია, არ უნდა დავიბნეთ, არ ავყვეთ პანიკას და არ მოვახდინოთ ბავშვის ეგრევე სტაციონარში გადაყვანა. განსაკუთრებით კრუპს არ სჭირდება დაბნევა…

დაგეთანხმებით, საკმაოდ მძიმე შესახედია, როცა ბავშვს ჯანმრთელს აწვენ და ჩახლეჩილი ხმით იღვიძებს, ვერ სუნთქავს, ისეთი თვალები აქვს, რომ შველას გთხოვს, მაგრამ ამის შველა ჩვენ რამდენიმე წუთში შეგვიძლია იგივე პერორალური სტეროიდით, რექტალური სტეროიდით თუ საინჰალაციო საშუალებებით” – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g