LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Caucasus Build ბრუნდება!

239
Caucasus Build

სამშენებლო და სარემონტო მასალები, არქიტექტურა და დიზაინი, სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, ელექტრო და მექანიკური სისტემები, ლანდშაფტი და გარე სამუშაოები – ამ და სამშენებლო-სარემონტო სექტორის სხვა სფეროებში მოღვაწე 150-მდე კომპანია, საიდანაც 50-მდე უცხოურია, 26-28 აპრილს, მშენებლობისა და ინტერიერის რიგით 29-ე საერთაშორისო გამოფენის მონაწილე იქნება.

Caucasus Build-ს, რომელიც ინვესტორების, სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და მშენებლობით დაინტერესებული კერძო პირების დამაკავშირებელი უნიკალური პლატფორმაა, კვლავ საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლებს. მონაწილე კომპანიების პროდუქცია მე-11 და მე-6 პავილიონებში გამოიფინება.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები, პანელური დისკუსიები და საქმიანი შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები ბაზრის სიახლეებს გაეცნობიან და პოტენციურ პარტნიორებს შეხვდებიან. გამოფენის სტუმრები კი ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებენ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები