30 წლის ასაკში, მალუმა მამა გახდა. კოლუმბიელ მომღერალსა და მის მეგობარ გოგონას, სუზანა გომესს პირველი საერთო ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას – პერისი დაარქვეს.
გაირკვა, რომ პატარა ქვეყანას 9 მარტს მოევლინა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი შვილს ელოდებოდა, ცნობილი 2023-ის ოქტომბერში გახდა. სასიხარულო ამბავი ახალგაზრდა არტისტის სიმღერის – Procura კლიპით გამჟღავნდა.
ცნობისთვის, მალუმა და სუზანა გომესი ერთად 2020-ის აგვისტოდან არიან.