საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა.
ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა”, – წერს თემურ ქეცბაია.
ცნობისთვის, გუშინ საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად – სალომე ღვინიაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს
ვიდეო: ,,რაც კი შრომა ჩამიდია ფეხბურთში, დღეს დამიფასდა” – გურამ კაშიას მიმართვა თანაგუნდელებს