LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვს ყველა ფეხბურთზე წასვლის წინ მუცელი სტკივა, ეს ნიშნავს იმას, რომ წასვლა არ უნდა“ – თეა ადამია ბავშვებსა და სპორტზე

150
თეა ადამია

კვირაში რამდენი საათი უნდა დაიტვირთოს ბავშვი ფიზიკურად და როგორ გავიგოთ, მოსწონს თუ არა სპორტის რომელიმე სახეობა, ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“, „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის“ ექიმმა თეა ადამიამ უპასუხა:

„თუ სპორტიდან მოსული ბავშვი კიდევ სიამოვნებით ჩარბის ეზოში და თამაშობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ეს შეუძლია. თუ ის მოვიდა სპორტიდან, დააგდო ჩანთა, არც შეჭამა, არც წყალი გადაივლო, ეგრევე დაწვა და დაიძინა, ეს ნიშნავს იმას, რომ სადღაც გადავამლაშეთ, ამიტომ უნდა ვუყუროთ, რომ ბავშვი კომფორტის ზონაში იყოს, მას უნდა მოსწონდეს სპორტი და არ უნდა აპროტესტებდეს. თუ ბავშვს ყველა ფეხბურთზე წასვლის წინ მუცელი სტკივა, ეს ნიშნავს იმას, რომ წასვლა არ უნდა, ამიტომ ამას ვითვალისწინებთ. თუ ბავშვი ხალისით მოდის, აჟიტირებული გიყვებათ, რა როგორ გააკეთა, როგორ მოსწონს და ა.შ. , აქ ყველაფერი გასაგებია. ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია აკადემიური მოსწრება, თუ თქვენ ხედავთ, რომ სპორტის ზრდის პარალელურად აკადემიური მოსწრება იკლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სპორტი საზიანო ხდება ბავშვისთვის. ბავშვი არ უნდა გადავღალოთ, მან პირველ რიგში  სიამოვნება უნდა მიიღოს, გაერთოს და გაერკვეს, თავად რა მოსწონს და არა – დედას და მამას” – განაცხადა თეა ადამიამ.

რა ასაკიდან უნდა შევიყვანოთ ბავშვი სპორტზე და რომელია საუკეთესო სპორტი ჯანმრთელობისთვის – თეა ადამიას რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g