LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერული ხაჭაპურის მომზადება გაიაფდა და 6.40 ლარი გახდა

226
ხაჭაპურის ინდექსი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის მარტის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული.

გასული წლის მარტთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგი ინგრედიენტების ფასები: კარაქი (+12.2%), რძე (+10.9%) და საფუარი (+14.9%), ყველი (-5.7%), კვერცხი (-0.7%) და ფქვილი (-0.6%) კი გაიაფდა.

2024 წლის თებერვალთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსის ვარდნა განპირობებულია ადგილობრივი რძის წარმოების სეზონურობით. აღნიშნულის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დიდი მარხვა, რომელიც 18 მარტს დაიწყო. ამ პერიოდში ყველისა და რძის პროდუქტების ფასები ეცემა, რადგან მარხვისას მათზე მოთხოვნა მცირდება. რაც შეეხება ხაჭაპურის ინდექსის წლიურ შემცირებას, როგორც უკვე აღინიშნა, ეს ცვლილებაც მეტწილად ყველის ფასების წლიურმა კლებამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ბოლო წლებში საქართველოში ადგილობრივი რძის წარმოების ზრდის ტენდენციებთან.

თვიურ ჭრილში ყველის ფასის კლება, რაც გახდა ხაჭაპურის ინდექსის შემცირების ძირითადი ფაქტორი, თვალსაჩინო იყო თბილისში (-15.6%), შემდეგ – ბათუმსა (-13.8%) და ქუთაისში (-13.3%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g