ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამაყი და თავმომწონე რომ იყო, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ახლა თავი მთლად სამყაროს ცენტრად წარმოიდგინა. ყოველ შემთხვევაში ევროპის დედაქალაქად წოდებული, პარიზის ცენტრად მაინც.
მართლაც მაგარი ფეხბურთელის პსჟ-დან წასვლაზე ისე ხშირად და დარწმუნებით იწერება, რომ იბრას მომდევნო სეზონში ალბათ სხვა ქვეყანაში ვიხილავთ (უფრო ინგლისში), მაგრამ შვედი გოლიათის დარჩენის შანსიც ყოფილა, ოღონდ…
– კარგი ურთიერთობა მაქვს გულშემატკივრებთან და კლუბთან. აქ სიყვარულით და მზრუნველობით ვარ გარშემორტყმული. მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მომდევნო სეზონში პსჟ-ში არ ვიქნები. წინ თვენახევარი მაქვს და ვაპირებ დარჩენილ დროში სიამოვნება მივიღო.
– აქ ბევრს უყვარხართ?
– კი, მაგრამ…
– ეს საკმარისი არ არის?
– არა, ეს არ მიგულისხმია, მაგრამ… არა მგონია, რომ ისინი ეიფელის კოშკს ჩემი ქანდაკებით შეცვლიან.
– დარწმუნებული ვარ, შეძლებენ.
– მე არ მჯერა. თუმცა თუ ამას გააკეთებენ, მაშინ დავრჩები.