ბოჭორმის ქუჩაზე “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა, გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული სამი პირიდან ორი შსს-ს თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელი.
ვიდეო: ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა | ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ
აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
“ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“,-აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა