LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა გრანდიოზული კონცერტის ჩატარება, ჩემი საავტორო პროექტი იქნება – გიგა კვენეტაძე

218
gigakvemetadzeradiodueti

„რადიო დუეტის” სტუმარი კომპოზიტორ-შემსრულებელი გიგა კვენეტაძე იყო. გიგა საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს, რამდენიმე დღით ჩამოვიდა სამშობლოში და ტრადიციულად „არ დაიდარდოს” სტუდიას ესტუმრა.

გიგამ გადაცემის ფარგლებში 2000-იანი წლების ქართული შოუბიზნესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, იმართებოდა კონცერტები, იქმნებოდა ბევრი ახალი სიმღერა. კომპოზიტორ-შემსრულებელმა ქართველ მუსიკოსებს და მომღერლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და საკუთარი დევიზიც გაგვიმხილა – ”თუ რამეს იწყებ, უნდა დაიწყო გრანდიოზულად”.

გიგამ ზაფხულის პერიოდში საქართველოში ერთ თვიანი ვიზიტი დააანონდა, რა დროსაც ახალი სიმღერის პრემიერას „რადიო დუეტის” ფარგლებში გამართავს, ქართველ მსმენელს კი მასშტაბურ საავტორო კონცერტს დაპირდა, რომელშიც ქართველ მომღერლებთან ერთად რუსი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ცნობილია მოლაპარაკები უკვე დაწყებულია…

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები