LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში განქორწინებული მამაკაცების თავშესაფრები იხსნება

5503
11p-man-1000-d-850 (1)

ბოლო დროს იტალიაში განქორწინებების რაოდენობამ განსაკუთრებულად იმატა. იტალიელი მამაკაცებისთვის კი ოჯახის დანგრევა ფინანსურ ტრაგედიად მიიჩნევა. საქმე იმაშია, პრემიერ მინისტრმა განქორწინებაზე გადასახადი დააწესა. უფრო მეტიც, განქორწინების შემთხვევაში, ქონების 60% რჩება მშობელს, რომელთანაც ბავშვები იზრდება.

გარდა ამისა, მამაკაცები ვალდებული არიან, განქორწინების შემთხვევაში არა მარტო ბავშვზე, არამედ ყოფილ მეუღლეზეც იზრუნონ, რაც ბუნებრივია, ფინანსური თვალსაზრისით გამოიხატება. ეს მაშინ, როცა ყოველთვიურმა გადასახადებმა თვეში საშუალოდ, შეიძლება ათას ევროს მიაღწიოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მარტო დარჩენილი მამაკაცის ცხოვრებისთვის საჭირო თანხებიც ემატება. შესაბამისად, ზოგიერთ განქორწინებულ მამაკაცს ქირის გადახდას, საკუთარ მანქანაში ძილი ურჩევნია.

რიცხვი იმ მამაკაცებისა, ვისთვისაც განქორწინება და ქონების გაყოფა პირად ტრაგედიად იქცა, წლიდან წლამდე იზრდება. როგორც განქორწინებულთა ასოციაციაში აღნიშნავენ, ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ამ პრობლემას, რომელიც ბანალური კატეგორიიდან გადაიქცა უაღრესად სოციალურ პრობლემად და გაზვიადების გარეშე შეიძინა საკამოდ დიდი მასშტაბები.

სასარიში, სარდინიაზე, რიმინისა და ბოლონიაში უსახლკარო მამებისთვის სპეციალური თავშესაფრებია, სადაც მათ ბავშვების ნახვა და ფსიქოლოგთან კონსულტაციაც შეეძლებათ. ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად სპეციალური გასართობი ადგილებიცაა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებს აღნიშნულ თავშესაფრებში მხოლოდ 1 წლის განმავლობაში აჩერებენ, შემდეგ კი არა მარტო სტაბილური სამსახური უნდა იშოვონ, არამედ შეეცადონ საკუთარი ჭერიც იპოვონ.

იმისათვის, რომ ოდნავ მაინც გაათანაბრონ ვითარება და ამ სოციალურ კატასტროფასაც გაუმკლავდნენ, ლაციოს რეგიონის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოსახლეობას ფინანსური დახმარება გაუწიოს. მიბაძავენ თუ არა „ცენტრის“ მაგალითს სხვა რეგიონები, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ქვეყანაში, ფინანსებთან დაკავშირებით, მარტივად არ არის საქმე – იტალიის საგარეო ვალმა ყველა გონივრულ ზღვარს გადააჭარბა და 2 ტრილიონ ევროს ასცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები