A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, დღეიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეუძლიათ.
თბილისის მერიამ მუნიციპალურ სერვისცენტრებში მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების დარიგება მაისის ბოლოს დაიწყო. აღნიშნული სტიკერები იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ მათ საავტობუსე ზოლში გადაადგილება შეეძლებათ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.
თბილისში, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსებზე ლიცენზია უკვე 2 თვეა განსხვავებული პრინციპით გაიცემა. A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.
მგზავრობის საფასურის გადახდისთვის QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ