LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ა სტუდიოს“ სოლოკონცერტი ბათუმის კორტებზე დღეს გაიმართება

59

დღეს, 13 ივლისს, ჯგუფი „ა სტუდიო“ პროექტის „Check In Georgia ფარგლებში, პირველ კონცერტს გამართავს. ღონისძიებაზე კარი საღამოს რვა საათიდან გაიღება.

ჯგუფს ბათუმში წუთი წუთზე ელოდებიან. როგორც კონცერტის ორგანიზატორმა, რატი აბზიანიძემ „ფორტუნას“ განუცხადა, ჯგუფის ჩამოფრენის შემდეგ მათ სასტუმროში დააბინავებენ, 4 საათზე კი ხმას შეამოწმებენ, ანუ ე.წ. საუნდ ჩექი გაიმართება.

ცნობილია, რომ კონცერტი საათნახევარს გასტანს. შესრულდება ყველა ცნობილი სიმღერა და რამდენიმე ახალი კომპოზიციის პრემიერა.

ბილეთების ფასი 35-დან 130 ლარამდე მერყეობს. 130-ლარიანი ბილეთი ვიაიპი ზონას მოიცავს და მათ მფლობელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ მოგვიანებით, კაზინო „ჰილტონში“ დაგეგმილ ავთერფართის. აქ ბენდი დაუკრავს, მოცეკვავეებიც მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს „ა სტუდიოს“ წევრებიც დაესწრებიან და შესაძლოა, სტუმრებს იმპროვიზაციაც შესთავაზონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g