LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

A თუ B-ს ნათესავია, B კი C-ს , A და C-ც ნათესავები გამოდიან – ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე

167
eb2259376852e34f98df8d4358ea96b0

“ყველა ერთმანეთის ნათესავია ბატონებო და ქალბატონებო”, — ასე პასუხობს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ნათესაობის შესახებ დასმულ კითხვას.

„არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არ არის ამ ეტაპისთვის საინტერესო თემა. ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო. A თუ B-ს ნათესავია, B თუ C-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში A და C ნათესავები არიან,“ – განაცხადა მირანდა მესხმა.

მას საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება საინტერესო თემად არ მიაჩნია და ამასთან, ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ეს არ არის საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მოთხოვნა.

„მე არ დამირღვევია კანონი, ამას ვაცხადებ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, სრული პასუხისმგებლობით. სამაგიდო სიები, რაზეც დაისვა კითხვის ნიშნები, დაბრუნდა სანდოობის გაზრდისთვის და გამჭვირვალობისთვის. მაშინვე გადაითვალეს სიები და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა დარღვევა. თემად ააგორეს და მორჩა. რაც შეეხება ბეჭდებს, ისინი იყო დალუქულ მდგომარეობაში და ბრუნდება დალუქულ მდგომარეობაში. ახლაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ არ არის არავითარი დარღვევა. ყველას შეუძლია დალუქვის პროცესს, გაცემის პროცესს დაესწროს. ოპოზიცია, რომელიც აქციას მართავს, არის მხარე და თუ დაადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, გამოძიება დაინტერესდება. მე ვიტვირთე ეს პასუხისმგებლობა და განვახორციელებ ბოლომდე“, – თქვა მესხმა.

ზუგდიდის საოლქო კომისიაში სიტუაცია დღესაც დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დღის წესრიგში თავმჯდომარე მირანდა მესხის გადაყენების საკითხის დამატებას ითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ოპოზიცია მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.პოლიციამ ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.

მიზეზი რის გამოც ოპოზიცია მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაეყნებას ითხოვს, სამაგიდო სიების და რეგისტრატორის ბეჭდების ნაადრევი გაცემაა საერჩევნო უბნებისთვის.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ აქვთ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ საარჩევნო ინვენტარი კანონის დარღვევით ინახებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g