ჰელოუინის დღესასწაულისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზდება, თუმცა წლევანდელი გამორჩეული კოსტიუმი კრის კაილის აქვს, რომელმაც თემატური და ტენდენციური სიახლე მოიფიქრა.
სმარტფონ Galaxy Note 7-ის ექვსი ყუთი მან მაისურს მიამაგრა, საყელოსთან კი სპეციალური მილი დაუყენა, რომლის ჩაბერვის შედეგად ყუთებიდან კვამლი ამოდის.
შესაბამისი ვიდეო მან “ფეისბუქზე” გაავრცელა. მისი თქმით, ეს კოსტიუმი წყვილებისთვის არის: როდესაც ყუთიდან კვამლი ამოვა, მეწყვილემ მეხანძრის როლი უნდა მოირგოს ცეცხლი უნდა ჩააქროს. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი გამოგონების მთავარი იდეა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/ckiley1/videos/vb.58102529/10100278372791072/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]