ხმები Apple-სა და Samsung-ის აალებულ სმარტფონებზე ქსელში საკმაოდ ხშირად ისმოდა უახლოეს წარსულში, თუმცა როგორც ჩანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დევაისები სრულიად უსაფრთხოა. ამაში უკანასკნელი ფაქტი დაგარწმუნებთ, რომელიც HTC 10-ის მეპატრონეს შეემთხვა.
გოგონამ მოწყობილობა 2017 წლის 17 იანვარს შეიძინა. რამდენიმე დღის წინ კი, სრულიად მოულოდნელად სმარტფონი აფეთქდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში ის არც იტენებოდა. შედეგად მან თვალისა და ხელის დაზიანებები მიიღო, შესაბამისი ფოტო კი ქსელში გააზიარა.
დაზარალებულმა HTC-ს უკვე მიმართა, თუმცა უკვე ერთი კვირაა კომპანიისგან არანაირი პასუხი არ ისმის.

