LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი? – “ქობულეთის სანდასუფთავების” დირექტორი (ვიდეო)

544

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს,- ამის შესახებ ვიდეო მასალა ადგილობრივმა მედიამ,TV 25-მა მოამზადა.

„ქობულეთის სანდასუფთავებაში“ მუშაობს ააიპ-ის დირექტორის სულიკო ბლადაძის ძმა, ნუგზარ ბლადაძეც, რომელიც ყოველთვიურად ხელფასის სახით 750 ლარს იღებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სულიკო ბლადაძეს „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ საკუთარი ცოლის ძმაც ჰყავს დასაქმებული.

“სად ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე?,”- ამბობს სულიკო ბლადაძე. ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი ცოლისძმაც იქ მუშაობს, ბლადაძე პასუხობს: “აბა შენს ცოლისძმას ხო არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე ახლა?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g