LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბანოთუბანში სასტუმრო ”აივანი” გაიხსნა

1605

თბილისის ისტორიულ უბანში სასტუმრო ”აივანი” გაიხსნა. განთავსების ობიექტი აბანოთუბანში, სამღებროს 21-ში მდებარეობს. სასტუმროს მოსაწყობად აქ მდებარე ძველ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

სასტუმრო ”აივანის” ინტერიერი ძველ ქალაქურ სტილშია გადაწყვეტილი -სასიამოვნო გარემო და ულამაზესი ხედები ძველ თბილისზე, მეტეხის ხიდი და გოგირდის აბანოები საკუთარი ნომრის ფანჯრებიდან… ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმრო 4 ვარსკვლავის კატეგორიაში გადის.  ბუტიკ – სასტუმრო 24 ნომრიანია, აქვს 140 ადგილიანი რესტორანი, ბარი და ტერასა. 

ციცინო ფუტკარაძე, „აივანისდამფუძვნებელი: სასტუმრო ძველ თბილისში მდებარეობს, ეს მართლაც კოლორიტული და ძალიან იშვიათი ადგილია. ”აივანი” ძირითადად გათვლილია და მოემსახურება ტურისტებს, რათა მათ დაათვალიერონ და უკეთ გაიცნონ თბილისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g