LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშას საკუთარი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ექნება – მშენებლობა მიმდინარეობს

156
143261871-3484934841629521-8606996080226721071-n

აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კარიბჭესთან, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ.

შენობა აღიჭურვება კომპიუტერით, უფასო Wi-Fi ინტერნეტით, კვების ობიექტით, ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს, აქვე იქნება საინფორმაციო რუკები მხარის შესახებ, გზამკვლევი და სხვა საჭირო სერვისი. ვიზიტორებისთვის მოეწყობა ავტოსადგომი, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები