LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშაში ავარიის დროს დაშავებულების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს

93
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი

აბაშაში ავარიის დროს დაშავებულების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს. ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის ხუთი პირია შეყვანილი. კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ დროისთვის შემოყვანილია ხუთი ადამიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის და სტაბილურია. მხოლოდ ერთს აქვს ზედა კიდურის მოტეხილობა და დასჭირდება ქირურგიული ჩარევა. კატასტროფის ჯგუფს ეტაპობრივად, სიმძიმის მიხედვით გადმოყავს პაციენტები, ველოდებით მეექვსე პაციენტის შემოყვანას”, -განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის მათი ქუთაისში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

შს სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

magti 5g