აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით დაიწყო და ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აბაშაში, ინცინდენტი მეათე უბანზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა და ბიულეტენზე საარჩევნო ნომერი შემოუხაზა.